IJF-ს გამოკითხვაში 2 ქართველი მოხვდა – მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ!

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ სხვადასხვა ნომინაციებში 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტების გამოვლენა დაიწყო. გამარჯვებულები 6 ნომინაციაში დასახელდებიან, აქედან ორში კი ჯილდოს მოსაპოვებლად ქართველები იბრძოლებენ.

ხმის მიცემა დღეს 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება. შედეგები 18 დეკემბერს დასრულდება.

2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტის ნომინაციაში მონაწილეობენ: ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია),  მატიას კასე (ბელგია),  ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო),  ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) და  ჰიფუმი აბე (იაპონია).

2021 წლის მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავის ნომინაციაში მონაწილეობენ: მადინა ტაიმაზოვა (რუსეთი), აი ცუნოდა როსტანტი (ესპანეთი), დიორა კელდიოროვა (უზბეკეთი), საიტო ტაცურუ (იაპონია) და  ილია სულამანიძე (საქართველო). 

ხმის მიცემა შეგიძლიამ შემდეგ ლინკზე ავტორიზაციის გავლის შემდეგ – https://awards.ijf.org/

(999)

IJF-ს გამოკითხვაში 2 ქართველი მოხვდა – მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ!

სტატიის ავტორი
-