ლაშა გუჯეჯიანი: “რუსებმა გაგვაღიზიანეს და ამან უფრო დიდი მოტივაცია მოგვცა…”

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლაშა გუჯეჯიანმა, ტელეკომპანია “GMS TV”-ს ეთერში ძიუდოს 2021 წელი შეაფასა, მთავარი თემა კი შერეულ გუნდებში ევროპის გუნდური ჩემპიონობა იყო.

ლაშა გუჯეჯიანის თქმით, რუსები მზად იყვნენ რომ საკუთარ ქვეყანაში ჩატარებული გუნდური ევროპის პირველობა თავად მოეგოთ და ამ ყველაფრისთვის მზადება მიმდინარეობდა, თუმცა…

რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური დატვირთვა იყო ის, რომ რუსეთში ტარდებოდა, ძალიან საპასუხისმგებლო იყო ეს ჩვენთვის, აქედან გამომდინარე ნაკრებში იყო ორმაგი მოტივაცია ჩვენთვის. იქვე დამტკიცდა და დავინახეთ, რომ მასშტაბური ღონისძიება ჰქონდა რუსეთის ნაკრებს დაგეგმილი, რუსეთის ნაკრებს თავისი კონცერტებით, თავისი ოლიმპიური ჩემპიონებით, თუ ვინმე ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავთ , ყველა მობილიზებული ჰყავდათ საზეიმო ფორმაში, ანუ წინასწარ ემზადებოდნენ საჩემპიონოდ და ჩვენ ფაქტიურად პროტოკოლი შევცვალეთ და ჩავშალეთ შეჯიბრება მათთვის და ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენეთ. 

იქ დაგხვდა ისეთი გარემო, რომ რუსეთი აუცილებლად ჩემპიონი უნდა გამხდარიყო, რამაც ჩვენ უფრო მეტი მოტივაცია და გაღიზიანების საფუძველი მოგვცა. გააღიზიანეს გუნდი, ცოტათი ჩვენც გაგვაღიზიანეს და კი ჩავუშალეთ დაგეგმილი ღონისძიება

დღეს ქართული ძიუდო უკვე იმ დონეზეა, რომ ქართველების გამარჯვება გასაკვირი არავისთვის არ არის. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ ქართველებს ძალიან მაგრად გამოგვდის ძიუდო ეს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ. შერეულ გუნდებში ყველა აუტსაიდერად გვთვლიდა, თუმცა ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვით. რუსეთის მხრიდან იყო შემდეგი შეფასებები, მათ ეგონათ რომ ჩვენ ავსტრიელებს ვერ გავცდებოდით და ჩვენ საბედნიეროდ ავსტრიელებს კი არა ყველას გავცდით. ჩვენ შეგვეძლო უფრო ძლიერი გუნდით წავსულიყავით, მაგალითად  -73-ში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი წაგვეყვანა, -90 კგ-ში ასევე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, მძიმე წონაში გურამ თუშიშვილი, თუმცა ჩემთვის ყველაზე სასიხარულო ეს ფაქტია, რომ რეზერვიც კი უძლიერესი გვყავს და გავხდით ევროპის ჩემპიონები”. – ლაშა გუჯეჯიანი.

 

 

ლაშა გუჯეჯიანი: “რუსებმა გაგვაღიზიანეს და ამან უფრო დიდი მოტივაცია მოგვცა…”

სტატიის ავტორი
-