ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალშია!

648
ნახვა

დღეს, 28 აგვისტოს, დილის 05:00 საათზე სტარტი აიღო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის რიგით მე-4 დღემ, სადაც მამაკაცებში -81 კგ წონით კატეგორია და ქალებში -63 კგ წონით კატეგორია ასპარეზობენ.

-81 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას 21 წლის ლუკა მაისურაძე იცავს. ლუკასთვის ეს სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატი არის. ლუკა მაისურაძე D ბადეში მონაწილეობს.

ახალგაზრდა ქართველი განუთესავი იყო და იგი პირველივე ეტაპიდან ჩაერთო ბრძოლაში. ლუკა მაისურაძე პირველ ეტაპზე სამოელი – პანიამინა პერსივალი დაამარცხა. გამარჯვების შემთხვევაში ქართველი მებრძოლი მეორე ეტაპზე თურქ – ვედატ ალბაირაკს შეხვდა, რომელიც განთესილი იყო და მეორე ეტაპიდან ჩაერთო საქმეში. თურქული ბარიერის გადალახვაც შეძლო ლუკამ და მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე მონღოლი – უუგანბაატარ ოტგონბაატარი იყო. ლუკამ მონღოლი ძიუდოისტიც დაამარცხა და მე-4 ეტაპზე 1/8 ფინალში გავიდა.

(648)

ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალშია!

სტატიის ავტორი
-