ლუკა მაისურაძემ თელ-ავივის გრან პრი გამარჯვებით გახსნა

23 იანვარს სტარტი თელ-ავივის გრან პრიმ აიღო. სამწუხაროდ პირველი დღე ქართველთათვის უშედეგო გამოდგა და დღე უმედლოდ დავასრულეთ.

დღეს კი საქართველოს სახელით: ლუკა მაისურაძე (-81 კგ) და მარიამ ჭანტურია (-70 კგ) ასპარეზობდნენ.

ლუკა მაისურაძემ თელ-ავივის გრან პრი გამარჯვებით გახსნა. იგი განთესილი იყო და მეორე რაუნდიდან ჩაერთო საქმეში, სადაც მისი მეტოქე ყაზახი – რუსლან მუსაიევი იყო. ლუკამ შეძლო ყაზახი ფალავანის დამარცხება და შემდეგ, მე-3 ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე თურქ – მუჰამედ კოჩს და მონტენეგროელ – ნებოისა გარდასევიჩს შორის გამარჯვებული იქნება.

რაც შეეხება მარიამ ჭანტურიას, მარიამი ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთო და იგი დანიელ – ემილი სუკის დაუპირისპირდა, რომელთანაც დამარცხდა და ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა.

(358)

ლუკა მაისურაძემ თელ-ავივის გრან პრი გამარჯვებით გახსნა

სტატიის ავტორი
-