მსოფლიო ჩემპიონატზე  ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია

ხვალ, 20 სექტემბერს,  აზერბაიჯანში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება. დღეს ბაქოში წილისყრა გაიმართა, სადაც ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვა.

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 10 ძიუდოისტით იასპარეზებს.

-60 კგ: საქართველოს სახელით -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი იასპარეზებენ. ორივე ძიუდოისტი ხვალ იასპარეზებს. ლუხუმ ჩხვიმიანი ისაამ ბასუსა და ვალენტინ ალიპიევს შორის გამარჯვებულს შეხვდება. რაც შეეხება ამირან პაპინაშვილს, მისი მეტოქე  ემანუელ ნდავუსა და იანისლავ გერჩევს შორის გაირკვევა.

-66 კგ: საქართველოს ღირსებას -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი დაიცავს. ვაჟა ტატამზე ზეგ გამოვა და ბენინელ აუგუსტი დაგას შეხვდება.

-73 კგ: საქართველოს სახელით -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს. მისი მეტოქე ყატარელი ჰალილ რებაისია.

-81 კგ: საქართველოს ღირსებას -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზებედა რეხვიაშვილი დაიცავს. იგი წარმოშობით ქართველს ანრი ეგუტიძეს დაუპირისპირდება, რომელიც პორტუგალიის სახელით ასპარეზობს.

-90 კგ: საქართველოს სახელით -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში უშანგი მარგიანი და ბექა ღვინიაშვილი იასპარეზებენ. უშანგი მარგიანის მეტოქე ჰებილიჯი ბუსა და ადრიან ლორენსოს შორის გამარჯვებული იქნება. ხოლო რაც შეეხება ბექას, მისი მეტოქე გერმანელი ედუარდ ტრიპელი იქნება.

-100 კგ: საქართველოს ღირსებას -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი დაიცავს. მისი მეტოქე კოფი კობენსა და  ალექსანდერ იდირს შორის გამარვებული იქნება.

+100 კგ: საქართველოს სახელით +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი დაიცავს. მისი მეტოქე დანიელ ნატეასა და რაივის ცაკსტინსს შორის გამარჯვებული იქნება.

წინასწარი შეხვდები 10:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 16:00-დან.

(72)

მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია

სტატიის ავტორი
-