მსოფლიო ჩემპიონს ჟორჟე ფონსეკას კორონავირუსი დაუდგინდა

პორტუგალიელ ძიუდოისტს, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონს -100 კგ წონით კატეგორიაში – ჟორჟე ფpნსეკას კორონავირუსი დაუდგინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია და ცნობილი გამოცემა Judoinside.com ავრცელებენ, ასევე ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ პორტუგალიის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, ჟორჟ ფერნანდესი ადასტურებს.

მასთან ერთად COVID 19-ით ასევე ინფიცირებულია ვილსა გომესი, ასევე კარანტინშია 9 სპორტსმენი.

(140)

მსოფლიო ჩემპიონს ჟორჟე ფონსეკას კორონავირუსი დაუდგინდა

სტატიის ავტორი
-