მსოფლიო ჩემპიონატამდე 2 დღით ადრე – ირანის ხელისუფლებამ ძიუდოისტებს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა აუკრძალა

10.95K
ნახვა

25 აგვისტოს სტარტს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს, რომელიც იაპონიაში, კერძოდ კი ტოკიოში 31 აგვისტომდე გაგრძელდება.

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატს სრულად მოეხსნა ირანის ნაკრები, რათა მათ საკუთარმა ქვეყანამ ამის უფლება არ მისცა.

ამ ყველაფრის მიზეზი ისრაელის ნაკრების ძიუდოისტების წინააღმდეგ ასპარეზობის თავის არიდებაა.

ირანელმა მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა (-81 კგ) ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:ყოველთვის მზად ვარ ებრაელ ფალავნებს დავეჭიდო,  თუმცა ჩემი ქვეყნის პოლიტიკიდან  გამომდინარე ამის უფლება არ მაქვს. ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატამდე გამაფრთხილეს – მართალია შეიძლება არც კი მოგიწიოს ებრაელის წინააღმდეგ  ჭიდაობა, არც ოქროსთვის და არც ბრინჯაოსთვის, მაგრამ თუკი მოგიწევს და იჭიდავებ, დიდი პრობლემები შეგექმნებაო” – განაცხადა მოლაიმ.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ IJF იმსჯელებს ირანისათვის ფედერაციის წევრობის შეჩერების თაობაზე.

(10949)

მსოფლიო ჩემპიონატამდე 2 დღით ადრე – ირანის ხელისუფლებამ ძიუდოისტებს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა აუკრძალა

სტატიის ავტორი
-