ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა

გუშინ, 23 თებერვალს, დიუსელდორფის გრანდ სლემი დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვა (ტატო გრიგალაშვილი (-81) , გურამ თუშიშვილი (+100).

დღეს კი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა.

-60 კგ

-60 კგ წონით კატეგორიაში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი რეიტინგში ორი საფეხურით დაქვეითდა, მან მე-3 ადგილიდან მე-5-ზე გადაინაცვლა. მე-11 ადგილზე დარჩა ამირან პაპინაშვილი, ხოლო 5 საფეხურთ დაწინაურდა თემურ ნოზაძე, რომელმაც 30-ე ადგილზე გადაინაცვლა.

-66 კგ

-66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა მე-11 საფეხურითდან მე-5-ზე გადაინაცვლა 4480 ქულით. ასევე სამი საფეხურით წინ წავიდა ბაგრატ ნინიაშვილიც, რომელიც ახლა მსოფლიო რეიტინგის 22-ე ნომერია.

-73 კგ

2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო რეიტინგში სამი საფეხურით დაქვეითდა. მან მე-12-დან მე-15-ზე გადაინაცვლა და ახლა მის ანგარიშზე 3302 სარეიტინგო ქულაა. 4 საფეხურით დაწინაურდა ფრიდონ გიგანი, მან მსოფლიო რეიტინგში 71-ე ადგილზე გადაინაცვლა.

-81 კგ

-81 კგ წონით კატეგორიას ლიდერობს საგი მუკი, მე-10 ადგილს ინარჩუნებს ლუკა მაისურაძე 3775 ქულით, ხოლო 4 საფეხურით დაწინაურდა ტატო გრიგალაშვილი, რომელმაც ორი დღის წინ დიუსელდორფის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.

-90 კგ

დიუსელდორფის გრანდ სლემზე -90 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ, რომელიც საქართველოს ნაკრებს ბექა ღვინიაშვილმა მოიპოვა, თუმცა ამ გამარჯვების მიუხედავად ბექა ღვინიაშვილი მსოფლიო რეიტინგში 1 საფეხურით დაქვეითდა. მე-9 პოზიციიდან მან მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება ლაშა ბექაურს, 19 წლის ლაშა ბექაური კუდში მიყვება ბექა ღვინიაშვილს და მსოფლიო რეიტინგში მე-11 პოზიციაზე იმყოფება.

-100 კგ

-100 კგ წონით კატეგორიაში დიუსელდორფის გრანდ სლემზე არ უჭიდავია ნაკრების კაპიტანს – ვარლამ ლიპარტელიანს, შესაბამისად იგი მსოფლიო რეიტინგში 1 საფეხურით დაქვეითდა. ლიპომ მე-4 პოზიციდაან მე-5-ზე გადაინაცვლა. 2 პოზიციით დაწინაურდა ონისე სანებლიძეც.

+100 კგ

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გურამ თუშიშვილმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. ამ გამარჯვებით ქართველი მსოფლიო ჩემპიონი მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე გადავიდა. გურამს 5951 სარეიტინგო ქულა აქვს. ერთი საფეხურით დაწინაურდა გელა ზაალიშვილი, რომელიც მე-15 ადგილზე გადავიდა.

(11970)

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა

სტატიის ავტორი
-