ნიკოლოზ შერაზადიშვილი: “მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო, საქართველო და არასდროს დავივიწყებ მას…”

წარმოშობით ქართველი, ესპანეთის სახელით მოასპარეზე მსოფლიოს ჩემპიონი – ნიკოლოზ შერაზადიშვილი, Olympic Channel-ის პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც სამომავლო გეგმებსა და წარსულზე ისაუბრა.

“ესპანეთში გადაბარგება არ იყო იოლი, რადგან მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო საქართველო და არასდროს დავივიწყებ მას. ყოველთვის ვამბობ, რომ ორი სამშობლო მაქვს – საქართველო და ესპანეთი.
თავიდან მტკივნეული იყო მოწინააღმდეგე ბანაკში ქართული დროშის ან საქართველოს ნაკრების ყურება, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან ვამაყობ, რომ ესპანეთს წარმოვადგენ და მომწონს, როცა ჩემთან ერთად ესპანეთის დროშას ვხედავ.

ესპანეთში თავიდან ენის შესწავლა გამიჭირდა, მაგრამ ვიცოდი ქართული, რუსული და ინგლისური, შეიძლება ესეც დამეხმარა, რომ ესპანურიც იოლად ავითვისე. ახლა ესპანეთში ვცხოვრობ და საახალწლოდ საქართველოში ჩავდივარ ხოლმე.

პანდემიის პერიოდში ვარჯიში არ შემიჩერებია, ჩემი მწვრთნელის, კინო რუისის სახლში გადავედი, რადგან მას აქვს სატრენაჟორო დარბაზი. რამდემინე თვე ფიზიკურად იქ ვემზადებოდი. ახლა უკვე ჩვეულებრივად ვვარჯიშობთ და ტურნირებისთვის მზად ვარ.

რაც შეეხება ტოკიოს ოლიმპიადას, ყველაფერს გავიღებთ იმისთვის, რომ იაპონიაში გავიმარჯვო. მიზანი მხოლოდ ერთია – ოლიმპიური ჩემპიონობა”. – განაცხადა ნიკოლოზ შერაზადიშვილიმა.

(315)

ნიკოლოზ შერაზადიშვილი: “მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო, საქართველო და არასდროს დავივიწყებ მას…”

სტატიის ავტორი
-