ოფიციალურად: თბილისის გრან პრი კორონავირუსის გამო ჩაიშალა

რამდენიმე წუთის წინ საერთაშორისო ძიუდოს ფედერეციამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ მარტისა და აპრილის თვეში ჩასატარებელი ყველა შეჯიბრი გადაიდო. მიზეზი კი კვლავ კორონავირუსია.

შესაბამისად, 13-15 მარტს გასამართი ეკატერინბურგის გრანდ სლემი, 27-29 მარტს ჩასატარებელი თბილისის გრან პრი და 3-5 აპრილს ჩასატარებელი ანტალიის გრან პრი ჩაიშალა.

ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამაც:

(648)

ოფიციალურად: თბილისის გრან პრი კორონავირუსის გამო ჩაიშალა

სტატიის ავტორი
-