პარიზის გრანდ სლემი – 3 სპორტსმენის იმედად | პრევიუ

5 თებერვალს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი, პარიზის გრანდ სლემი აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრები 6 სპორტსმენით იასპარეზებს.

5 თებერვალს, საქართველოს ნაკრების სახელით 3 სპორტსმენი იასპარეზებს. გაგაცნობთ მათ ვინაობასა და საშეჯიბრო ბადეებს.

-60 კგ

-60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას, 2021 წლის ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებული – ჯაბა პაპინაშვილი დაიცავს, რომელიც D ბადეში მიიღებს მონაწილეობას. ჯაბა ასპარეზობაში 1/8 ფინალიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე, განის წარმომადგენელი – ზეო აგუდო იქნება. გამარჯვების შემთხვევაში კი ჯაბა 1/4 ფინალში იჭიდავებს და მისი მეროქე, ეგვიპტელ – ამერ ფატიჰსა და წარმოშობით ქართველ, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე – ლუკა მხეიძეს შორის გამარჯვებული იქნება.

-66 კგ

-66 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი – ვაჟა მარგველაშვილი იჭიდავებს. ვაჟა B ბადეში იქნება განთესილი და პაპინაშვილის მსგავსად ასპარეზობაში 1/8 ფინალიდან ჩაერთვება, სადაც ანგოლელი მეტოქე – ედმილსონ პედრო ეყოლება. ანგოლელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, 1/4 ფინალში, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ფრანგ – უიალიდ ხიარს შეხვდება.

-73 კგ

-73 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას, 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონი, -73 კგ წონითი კატეგორიის ლიდერი – ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს. ლაშა შავდათუაშვილს პარიზის გრანდ სლემი მოგებული არ აქვს და იგი ორმაგი ძალებითა და წითელი არშიით ოქროს მედალს შეუტევს.

ლაშა A ბადეში მოხვდა და მხოლოდ იგი იქნება განთესილი. შავდათუაშვილი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე, ისრაელის წარმომადგენელ – იეჰონათან ელბაზსა და ბრაზილიელ – ჟულიო სეზარ კოდას შორის გამარჯვებულს შეხვდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლაშა შავდათუაშვილი შეჯიბრის მთავარი ფავორიტია.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:30, ხოლო ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკის ყურებას Silk Universal-ზე შეძლებთ.

 

 

პარიზის გრანდ სლემი – 3 სპორტსმენის იმედად | პრევიუ

სტატიის ავტორი
-