ქართველი ძიუდოისტი ტატამზე უცნაური მიზეზით არ გავიდა (ვიდეო)

63.51K
ნახვა

აბუ-დაბის გრან სლემის მე-2 რაუნდში გასულ ძიუდოისტს, ფრიდონ გიგანს უცნაური რამ შეემთხვა.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი აღნიშნულ ეტაპზე რუმინელ ალექსანდრუ საიკუს უნდა შეხვედროდა.

საიკუსთან დაპირისპირებამდე გიგანს ტატამზე უხმეს, თუმცა, ის საჭიდაოდ არ გამოცხადდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქართულმა მხარემ გამომცხადებლის ხმა ვერ გაიგო.

ძიუდოს წესების მიხედვით, ფრიდონს წაგება ჩაეთვალა.

იხილეთ ვიდეო: 

(63514)

ქართველი ძიუდოისტი ტატამზე უცნაური მიზეზით არ გავიდა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-