რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძემ ვლადიმერ პუტინთან ერთად ივარჯიშა

1.47K
ნახვა

ორენბურგის ოლქის ძიუდოს ფედერაცია, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, რომლებზეც რუსეთის ნაკრებში მოასპარეზე, წარმოშობით გორელი სპორტსმენი, რობერტ მშვიდობაძე რუსეთის პრეზიდენტთან – ვლადიმერ პუტინთან ერთად ვარჯიშობს და შემდეგ ფოტოებს იღებს.

რობერტ მშვიდობაძე სოჭში რუსეთის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს და 22-24 თებერვალს გერმანიაში გაემგზავრება, სადაც დიუსელდორფის გრანდ სლემზე მიიღებს მონაწილეობას. იგი -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

„ვლადიმერ პუტინი მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერთან – რობერტ მშვიდობაძესთან ერთად“ – ასე ასათაურებს ორენბურგის ძიუდოს ფედერაცია საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

(1468)

რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძემ ვლადიმერ პუტინთან ერთად ივარჯიშა

სტატიის ავტორი
-