21 წლის სამხრეთ კორეელი ძიუდოისტი – ჰა-რიმ ლი მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია (ახალგაზრდებში), ასევე კონტინენტის პირველობაზე სამხრეთ კორეელმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გთავაზობთ ჟურნალისტისა და სამხრეთ კორეელი ძიუდოისტის ინტერვიუდან ერთ-ერთ მონაკვეთს, სადაც ლი გურამ თუშიშვილზე საუბრობს.
ჟურნალისტი: – საყვარელი ძიუდოისტი?
ლი: – გურამ თუშიშვილი საქართველოდან. მომწონს მისი საბრძოლო სულიკვეთება და ამიტომ ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებ მის ჭიდაობებს.
წყარო: ძიუდოს დღიურები