საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარაკეშის გრან პრიზე

ძიუდოში 2019 წლის მეოთხე ტურნირი მაროკოში, კერძოდ კი მარაკეშში გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას 8 სპორტსმენი დაიცავს.

მარაკეშის გრან პრი სტარტს 8 მარტს აიღებს და 10 მარტს დასრულდება.

გთავაზობთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას:

-60 კგ: ამირან პაპინაშვილი

-66 კგ: ნიკო ჭიკაიძე, გიორგი გუგულაშვილი

-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი

-81 კგ: ბექა დონღვანი, ნუგზარ ტატალაშვილი

-90 კგ: გიორგი პაპუნაშვილი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ -100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში საქართველოს სახელით არცერთი სპორტსმენი არ იასაპრეზებს. ჯერ-ჯერობით მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი – ნოდარ მეტრეველი საქართველოს ნაკრების ლიდერებს ასვენებს.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ძიუდოს ლეგენდა, ფრანგი – ტედი რინერი პირველად 2019 წელს სწორედ ამ გრან პრიზე იასპარეზებს.

 

(2532)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარაკეშის გრან პრიზე

სტატიის ავტორი
-