ტედი რინერი თბილისის გრან პრიზე დარეგისტრირდა!

27-29 მარტს თბილისის გრან პრი გაიმართება, რომელსაც ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

რამდენიმე წუთის წინ კი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საიტზე აიტვირთა იმ ძიუდოისტების სია, რომლებიც თბილისის გრან პრიზზე დარეგისტრირდნენ. ამ სიაში არის მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტი, ფრანგი – ტედი რინერი, ასევე ჩეხი – ლუკაშ კრპალეკი.

ტედი რინერს 27 მარტამდე ნებისმიერ დროს შეუძლია თავისი კანდიდატურის მოხსნა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მას 2020 წლის ოლიმპიადისთვის ქულები აქვს მოსაპოვებელი, რადგან ოლიმპიადაზე განთესილმა იჭიდავოს, შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ იგი თბილისში ჩამოვა.

Live.ge-ს ინფორმაციით, თბილისის გრან პრიზე საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით არ იჭიდავებს.

(1283)

ტედი რინერი თბილისის გრან პრიზე დარეგისტრირდა!

სტატიის ავტორი
-