ტედი რინერის პირველი კომენტარი მარცხის შემდეგ

10 წლის განმავლობაში ზედიზედ მოპოვებული 154 გამარჯვების შემდეგ, ტედი რინერი პარიზის გრანდ სლემზე დამარცხდა. 2012 და 2016 წლის ოლიმპიადების ტრიუმფატორმა, მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ვიდეოში ტედი რინერი მარცხზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

“დღე მედლის გარეშე დასრულდა. მართალია გასაკვირია მაგრამ ეს სპორტის განუყოფელი მხარეა. ეს არის სპორტი, რომელშიც იმარჯვებ და მარცხდები. კვლავ შრომას დავუბრუნდით, რათა გავაანალიზოთ რა შეცდომა დავუშვი და რა გახდა მარცხის მიზეზი. ფოკუსირებას ტოკიოში გასამართ ოლიმპიადაზე ვახდენ. კარგია, რომ ყველაფერი აქ მოხდა – ახლა ტოკიოს ოლიმპიადას ვუთმობ მთელ ყურადღებას”, – აღნიშნა რინერმა.

(455)

ტედი რინერის პირველი კომენტარი მარცხის შემდეგ

სტატიის ავტორი
-