ლეგენდარული ტედი რინერი თბილისის გრანდ სლემზე დარეგისტრირდა

26-28 მარტს საქართველოს დედაქალაქში, თბილისის გრანდ სლემი გაიმართება. სპორტსმენები ნელ-ნელა უკვე იწყებენ რეგისტრაციას, რაც ყველაზე სასიხარულოა, მსოფლიო ძიუდოს ლეგენდა, ფრანგი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი – ტედი რინერი, თბილისში ჩასატარებელ გრანდ სლემზე უკვე დარეგისტრირდა.

ლეგენდარული ტედი რინერი თბილისის გრანდ სლემზე დარეგისტრირდა 1

შეგახსენებთ, რომ ტედი რინერი თბილისის ტუნრირზე 2020 წელსაც იყო დარეგისტრირებული, თუმცა პანდემიის გამო შეჯიბრი გაუქმდა.

ტედი რინერის თბილისში ჩამოსვლის შანსს ერთი ორად ზრდის ის ფაქტი, რომ მას ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ქულების დაგროვება სჭირდება და ტოკიოს ოლიმპიადამდე დარჩენილი დრო არცთუ ისე დიდია.

ამ წუთის მონაცემებით, თბილისის გრანდ სლემზე 34 ქვეყნის 141 სპორტსმენია დარეგისტრირებული, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ციფრები საგრძნობლად გაიზრდება. თბილისში ასევე უნდა ველოდოთ მსოფლიოს ჩემპიონს, უკრაინელ – დარია ბილოდიდს.

 

(6453)

ლეგენდარული ტედი რინერი თბილისის გრანდ სლემზე დარეგისტრირდა

სტატიის ავტორი
-