თბილისის გრანდ სლემისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

თბილისის გრანდ სლემს, რომელიც 26-28 მარტს გაიმართება გულშემატკივარიც დაესწრება.

ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოზე გააკეთეს, თუმცა აღნიშნულ სხდომაზე კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა. თბილისის გრანდ სლემისთვის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო (tkt.ge). შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემი 26-27-28 მარტს შედგება და თითოეული დღის ბილეთი 10 ლარი ეღირება.

პანდემიით გამოწვეული უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ფედერაციის რეკომენდაციაა შეჯიბრებას არ დაესწრონ 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 09:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი სამივე დღეს 17:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

(777)

თბილისის გრანდ სლემისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

სტატიის ავტორი
-