თელ-ავივის გრანდ სლემის ბოლო დღე – ექვსივე ქართველი მედლისთვის იბრძოლებს

თელ-ავივის გრანდ სლემი, რომელიც დღეს, 20 თებერვალს მიმდინარეობს, დასასრულს მიუახლოვდა.

ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სახელით 6 სპორტსმენი ასპარეზობდა, საიდანაც 6-ვე ფინალურ ბლოკში იჭიდავებს და მედლებისთვის იბრძოლებენ.

-90 კგ

-90 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ბექა ღვინიაშვილი, რომელიც აზერბაიჯანელ – მამმადილ მეჰდიევს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ლაშა ბექაურს, ლაშამ ნახევარფინალური ბრძოლა სლოვაკი მებრძოლის წინააღმდეგ წარმატებით ჩაატარა და ფინალში გავიდა, სადაც ოქროს მედლისთვის ბრძოლასი, წარმოშობით ქართველს, ესპანეთის სახელით მოასპარეზე – ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაუპირისპირდება.

-100 კგ

-100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ქართველები: ილია სულამანიძე და ონისე სანებლიძე.

+100 კგ

ყველაზე მძიმე წონაში კი, ნახევარფინალური დაპირისპირება ქართველებს შორის შედგა, სადაც გურამ თუშიშვილს გელა ზაალიშვილმა აჯობა. გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, სადაც იგი ბელარუსის წარმომადგენელ – ალიქსანდრ ვახავიაკს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება გელა ზაალიშვილს, გელა ოქროს მედლისთვის ბრძოლაში რუს – თამერლან ბაშაევს შეხვდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

(903)

თელ-ავივის გრანდ სლემის ბოლო დღე – ექვსივე ქართველი მედლისთვის იბრძოლებს

სტატიის ავტორი
-