წლის პირველი შეჯიბრი – ძიუდოისტები 2022 წელს პორტუგალიაში იწყებენ | შემადგენლობა

2022 წელს, ძიუდოს პირველი საერთაშორისო შეჯიბრი პორტუგალიის ქალაქ ალმადაში გაიმართება, სადაც წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ნაკრები 9 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.  ალმადას გრან პრი სტარტს 28 იანვარს აიღებს და 30 იანვარს დასრულდება.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების თავკაცის – ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, პორტუგალიის გრან პრიზე შანსი მიეცემათ ახალგაზრდა ძიუდოისტებს და ნაკრებში არაერთი ახალი სახე იქნება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

-60 კგ: გიორგი სარდალაშვილი

-66 კგ: თენგო ზირაქაშვილი

-73 კგ: გიორგი ტერაშვილი

-81 კგ: დიმიტრი გოჩილაიძე

-90 კგ: იმედა გოგოლაძე; ნიკა ხარაზიშვილი

-100 კგ: გიორგი ბერიაშვილი

+100 კგ: საბა ინანეიშვილი; გიორგი ქავთარაძე

 

 

(6153)

წლის პირველი შეჯიბრი – ძიუდოისტები 2022 წელს პორტუგალიაში იწყებენ | შემადგენლობა

სტატიის ავტორი
-