ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემის 1/4 ფინალში არიან!

დღეს, 21 თებერვალს სტარტი აიღო დიუსელდორფის გრანდ სლემმა, სადაც დღევანდელ დღეს საქართველოს სახელით 4 სპორტსმენი ასპარეზობს.

-66 კგ წონით კატეგორიაში, ვაჟა მარგველაშვილმა 1/8 ფინალში ყაზახი – იერლან შერიხანოვი მარტივად დაამარცხა და 1/4 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. სადაც მისი მეტოქე აზერბაიჯანელი – ორხან საფაროვი იქნება.

რაც შეეხება ბაგრატ ნინიაშვილს, მან 1/8 ფინალში რუსი – აბდულა აბდულჟალილოვი დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბულგარელი – ბოჰიდარ ტემელკოვი იქნება.

(330)

ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემის 1/4 ფინალში არიან!

სტატიის ავტორი
-