ვაჟა მარგველაშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემის ნახევარფინალშია!

დღეს, 21 თებერვალს სტარტი აიღო დიუსელდორფის გრანდ სლემმა, სადაც დღევანდელ დღეს საქართველოს სახელით 4 სპორტსმენი ასპარეზობდა.

-60 კგ-ში ასპარეზობა უკვე დაასრულეს: ჯაბა პაპინაშვილმა და თემურ ნოზაძემ, ხოლო -66 კგ წონით კატეგორიაში კი ვაჟა მარგველაშვილი კი ნახევარფინალში გავიდა.

1/4 ფინალში ვაჟა მარგველაშვილმა აზერბაიჯანელი – ორხან საფაროვი დაამარცხა და ნახევარფინალში რუს – იაკობ შამილოვსა და ესპანელ – ალბერტო მარტინ გაიტეროს შორის გამარჯვებულს დაუხვდება, ხოლო ბაგრატ ნინიაშვილი კი 1/4 ფინალში ბულგარელ – ბოჰიდან ტემელკოვისთან დამარცხდა და დამამშვიდებელ წრეში იჭიდავებს.

(1201)

ვაჟა მარგველაშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემის ნახევარფინალშია!

სტატიის ავტორი
-