ვარლამ ლიპარტელიანი: “როდესაც ვაზარით ვაგებდი, ჩემს თავს ვუთხარი მოკალი ის” (ვიდეო)
გუშინ, პარიზის გრანდ სლემის რიგით მეორე და ფინალური დღე იყო. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა – ვარლამ ლიპარტელიანმა -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
გამარჯვების შემდეგ ერთ-ერთმა ცნობილმა გამოცემამ ვარლამ ლიპარტელიანთან ინტერვიუ ჩაწერა.
გთავაზობთ ამ ინტერვიუს ქართულად.
– ლიპო გილოცავ გამარჯვებას. როგორი გრძნობაა ჩემპიონობა?
დიდი მადლობა ყველას, ფრანგ გულშემატკვირებს, რათა ძალიან კარგი ატმოსფერო იყო. ეს იყო ჩემთვის პირველი ოქროს მედალი -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ეს ძალიან კარგია ჩემთვის.
– ნახევარფინალში კორეელ მეტოქესთან ვაზარით მარცხდებოდი, რას ფიქრობდი იმ მომენტში?
დიახ, როდესაც ვაზარით ვაგებდი, ჩემს თავს ვეუბნებოდი: “გთხოვ მოკალი ის.” და მე ეს შევძელი. როდესაც მე ვაზარით ვმარცხდებოდი ეს ჩემთვის კარგი იყო, ბევრად დიდი მოტივაცია მომცა.