ჟორჟ ფონსეკა – მძიმე დაავადებიდან მსოფლიო ჩემპიონობამდე

5.84K
ნახვა

დღეს, 1 სექტემბერს სრულდება ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 25 აგვისტოდან მიმდინარეობს. წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე არაერთი სენსაცია დაფიქსირდა, მაგალითად: ლუხუმ ჩხვიმიანის მსოფლიო ჩემპიონობა (-60 კგ); გურამ თუშიშვილის უმედლოდ დარჩენა (+100 კგ); ჟორჟ ფონსეკას მსოფლიო ჩემპიონობა (-100 კგ) და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ვაჟებში ვერცერთმა ძიუდოისტმა ვერ დაიცვა შარშან მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონობა.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია 26 წლის პორტუგალიელი ძიუდოისტის – ჟორჟ ფონსეკას მსოფლიო ჩემპიონობა არის, იმიტომ, რომ მას აქამდე არც გრან სლემი, არც გრან პრი და არანაირი ტიტული არ ჰქონდა მოპოვებული. მან 1/4 ფინალში ვარლამ ლიპარტელიანის დამარცხებაც შეძლო, შემდეგ კი აზერბაიჯანელი – ელმარ გასიმოვი, ხოლო ფინალში კი რუსი – ნიაზ ილიასოვი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მსოფლიო ჩემპიონატამდე 4 წლით ადრე (2015 წელს) მას თიაქარის ოპერაციის დროს სიმსივნე აღმოუჩინეს, მან სიმსივნე დაამარცხა და რეაბილიტაციის პროცესი გაიარა, რის შემდეგაც მისი სპორტული კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, 4 წლის თავზე კი იგი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

წყარო: ძიუდოს დღიურები

(5836)

ჟორჟ ფონსეკა – მძიმე დაავადებიდან მსოფლიო ჩემპიონობამდე

სტატიის ავტორი
-