ზურაბ ზვიადაური დაკავებულია – ოლიმპიურმა ჩემპიონმა მისი ძმის მკვლელი სასიკვდილოდ დაჭრა

სოფელ წინანდალთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა კაცი, რომელმაც მანამდე მისი ძმა მოკლა.

შსს-ს ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ვ.ც.-მ იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ.-ის მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.

მათივე ინფორმაციით, ნ.კ.-ის მიერ სროლის შედეგად, ოთხი პირი: ვ.ც., ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზ.მ. და ა.შ. დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ც. და ზურაბ ზვიადაურის ძმა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა ზურაბ ზვიადაურმა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა ნ.კ.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები – “სტეჩკინის” ტიპის პისტოლეტი და “საიგას” ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო: formulanews.ge

ზურაბ ზვიადაური დაკავებულია – ოლიმპიურმა ჩემპიონმა მისი ძმის მკვლელი სასიკვდილოდ დაჭრა

სტატიის ავტორი
-