Belive

ძიუდოისტების წლის შესანიშნავი დასასრული!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
15-16 დეკემბერს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში ძიუდოს წლის შემაჯამებელი მასტერსი გაიმართა. სადაც საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და მამაკაცებს შორის გუნდური პირველი ადგილი არავის დაუთმეს. დღეს ოქროს მედლები მოიპოვეს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა და მსოფლიო ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა, ტურნირის პირველ დღეს კი ამირან პაპინაშვილი ვერცხლს, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი, ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანმა და თუშიშვილმა ოქროს მედლები შემაჯამებელ მასტერსზე ზედიზედ მეორედ მოიპოვეს.

სხვა სტატიები