ძიუდოისტი დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა

უზბეკი ძიუდოისტი – კამოლიდინ რასულოვი 29 წლის ასაკში, დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. რასულოვი უზბეკეთის ძიუდოს ნაკრების წევრი და 2019 წლის ტაშკენტის გრან პრის ვერცხლისმედალოსანი იყო. -81კგ წონით კატეგორიაში რასულოვი რეიტინგის 34-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კამოლიდინ რასულოვს ტაშკენტში მომხდარი დაპირისპირების დროს, ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რასულოვს ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ნაწილებში მიაყენეს. რასულოვის მკვლელობის ბრალდებით ერთ-ერთი ათლეტი იძებნება.

(5879)

ძიუდოისტი დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-