Belive

ძიუდოს ახალი რეიტინგი ცნობილია - 6 ქართველი ათეულში

4 წლის წინ სხვა
2 წთ
მინსკის ევროპული თამაშები ქართველი ძიუდოისტებისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ჩვენმა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დღეს ძიუდოს ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა სადაც პოზიციები შემდეგნაირად განაწილდა. 60 კგ-ში ამირან პაპინაშვილი ერთი ადგილით დაწინაურდა, იაპონელ რიუჯუ ნაგაიამას გაუსწრო და ამჟამად მეორე პოზიციას იკავებს, პირველ ადგილზე რუსეთის წარმომადგენელი რობერტ მშვიდობაძეა. ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ ათეულში შევიდა ლუხუმ ჩხვიმიანიც, რომელიც ამჟამად მეცხრე ადგილს იკავებს. 66 კგ-ში პირველი ადგილი შეინარჩუნა ვაჟა მარგველაშვილმა, მეორეადგილოსან იოშირო მარუიამას ვაჟა 550 ქულით უსწრებს. ბრინჯაოს მედალი წაადგა ბაგრატ ნინიაშვილს, ახალგაზრდა ძიუდოისტმა 5 პოზიციით წაიწია წინ და ამჟამად 22-ე პოზიციას იკავებს. 73 კგ-ში არაფერი შეცვლილა, ლაშა შავდათუაშვილი რუსტამ ორუჯოვისა და ან ჩანგრიმის შემდეგ მესამე პოზიციას იკავებს. ფრიდონ გიგანი 86-ე პოზიციას იკავებს. 81 კგ-ში საუკეთესო მაჩვენებელი მინსკის თამაშების ბრინჯაოსმედალოსანს ლუკა მაისურაძეს აქვს, მან  4 პოზიციით წაიწია წინ და ამჟამად 24-ე პოზიციას იკავებს 90 კგ-ში პირველ ადგილს ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი იკავებს, ბექა ღვინიაშვილმა ერთი პოზიციით წინ წაიწია და ამჟამად მეცამეტეა. 100 კგ-ს დამაჯერებლად ლიდერობს ვარლამ ლიპარტელიანი, 7637 ქულით იგი გვარიანად უსწრებს მეორეადგილოსან ჩო გუჰამს. +100 კგ-ში უპირობო ლიდერია ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, ტედი რინერი დიდხნიანი უქმობის შემდეგ 35-ეპოზიციას იკავებს.  

სხვა სტატიები