Belive

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი - დღე II: 3 სპორტსმენის იმედად

3 წლის წინ სხვა
2 წთ
გუშინ, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში სტარტი აიღო ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა, სადაც საქართველოს ნაკრები 11 სპორტსმენით არის წარდგენილი. გუშინდელი დღე ქართველებმა უმედლოდ დაასრულეს, ნახევარფინალში დამარცხდა ვაჟა მარგველაშვილი, ფინალურ ბლოკში კი იგი ბრინჯოს მედლისთვის იბრძოდა, თუმცა მოლდოველ მეტოქესთან ვერაფერს გახდა. დღეს ტატამზე 3 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს: -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი გამოვა, 81 წონით კატეგორიაში კი საკუთარ ძალებს სინჯავენ ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი.

-73 კგ

-71 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც ასპარეზობაშ 1/16 ფინალიდან ჩაერთვება და განთესილი იქნება. მისი მეტოქე უკრაინელ - ჰერვონ ხაჩატრიანსა და გერმანელ - ენტონი ზიგსს შორის გამარჯვებული იქნება. ლაშა A ბადეში ასპარეზობს, მის ბადეში ასევე გამოდის აზერბაიჯანელი - რუსტამ ორუჯოვი, რომელიც ამ წონით ერთ-ერთი მთავარი ლიდერია.

-81 კგ

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ერთ წონაში 2 ფალავანი გვყავს. -81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე იასპარეზებენ. ორივე ქართველი ერთ ბადეში მოხვდა და ორივე განთესილია. ტატო გრიგალაშვილს იტალიელი მეტოქე - კრისტიან პარლატი ეყოლება, რაც შეეხება ლუკა მაისურაძეს, ლუკა მოლდოველ - ნიკონ ზაბოროსკიუკს დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში თუ და 1/4 ფინალამდე ორივე ქართველი გამარჯვებული მივა, 1/4 ფინალში ქართული დაპირისპირება შედგება. წინასწარი შეხვედრები, თბილისის დროით 13:00 ხოლო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება

სხვა სტატიები