Belive

ძიუდოს განახლებული რეიტინგი - ქართველები რეიტინგში დაწინაურდნენ

2 წლის წინ სხვა
3 წთ
პარიზის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, IJF-მ (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია) რეიტინგი განაახლა.

-60 კგ

ჯაბა პაპინაშვილი, რომელმაც პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, -60 კგ წონით კატეგორიაში 8 პოზიციით დაწინაურდა და მე-18 ადგილზე გადაინაცვლა. ჯაბას ანგარიშზე 1820 სარეიტინგო ქულაა. სხვა ძიუდოისტების წარმატების გამო, მსოფლიო რეიგინგში 2 პოზიციით დაქვითდა ლუხუმ ჩხვიმიანი და 24-ე ადგილზე გადაინაცვლა (1678 ქულით).

-66 კგ

ვაჟა მარგველაშვილი, რომელმაც პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ადგილზეა. მას 4060 ქულა აქვს და მესამე ადგილზე მყოფ მოლდოველ - დენის ვიერუს 164 ქულით ჩამორჩება.

-73 კგ

პარიზის გრანდ სლემზე, -73 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა, ოლიმპიურმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა - ლაშა შავდათუაშვილმა, რომელიც ამ შეჯიბრზე მისთვის პირველი ოქროს მედალი არის. ამ გამარჯვებით, ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიო რეიტინგის პირველი ადგილი გაიმყარა და მეორე ადგილზე მყოფ მონღოლ - ცენდ-ოჩირ ცონგბაატარს 971 ქულით გადაასწრო. ამჯერად ლაშას ანგარიშზე 6215 სარეიტინგო ქულაა.

-81 კგ

-81 კგ წონით კატეგორიაში, პარიზის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავა ტატო გრიგალაშვილმა, რომელიც სამწუხაროდ დამარცხდა, თუმცა ფინალში გასვლით მან სარეიტინგო ქულები მოიპოვა და -81 კგ წონითი კატეგორიის ლიდერობა დაიბრუნა. ტატომ ფინალში გასვლით და ქულების მოპოვების, მსოფლიოს ჩემპიონ - მატიას კასეს 142 ქულით გადაასწრო. ტატოს ანგარიშზე 6392 სარეიტინგო ქულაა.

-90 კგ

მიუხედავად იმისა, რომ ბექა ღვინიაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე 1/4 ფინალში ბრძოლა დათმო და უმედლოდ დარჩა, მან სარეიტინგო ქულები მაინც მოაგროვა და მსოფლიო რეიტინგში 1 საფეხურით წინ წავიდა. ღვინიაშვილი ამჯერად მსოფლიო რეიტინგის მე-10 ნომერია და მის ანგარიშზე 2750 სარეიტინგო ქულაა. ლუკა მაისურაძე კი, რომელიც პარიზის გრანდ სლემზე 17 წამში დამარცხდა, მსოფლიო რეიტინგში 2 პოზიციით დაქვეითდა და მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. ლუკას ანგარიშზე 2000 სარეიტინგო ქულაა. ასევე შეგახსენებთ, რომ ამ წონითი კატეგორიის მეორე ადგილზე იმყოფება ლაშა ბექაური, რომელსაც 4430 სარეიტინგო ქულა აქვს.

სხვა სტატიები