Belive

ძიუდოს ლეგენდა სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა

3 წლის წინ სხვა
1 წთ
ძიუდოს იაპონელი ლეგენდა - ტოშიჰიკო კოგა, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიმსივნესთან 1-წლიანი ბრძოლის შემდეგ, კოგა 24 მარტს გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ, ინფორმაცია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა. ბრწყინვალე და ელეგანტური სტილის შედეგად, კოგამ მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი აღაფრთოვანა. იაპონელი ძიუდოისტის პირად აქტივში, იაპონიის ჩემპიონატის, საერთაშორისო ტურნირების, მსოფლიო ჩემპიონატებისა და 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლებია. ბრწყინვალე კარიერის დასრულების შემდეგ, ტოშიჰიკო კოგა სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა. ლეგენდარული ძიუდოისტი 2007 წლიდან იაპონიის დასავლეთში, ოკაიამას პრეფექტურაში მოღვაწეობდა და "წყნარი ოკეანის საერთაშორისო უნივერსიტეტის" ქალთა გუნდს წვრთნიდა. კოგას მეთაურობით, ოკაიამაში ქვეყნის უძლიერესი კლუბი ჩამოყალიბდა.
111

სხვა სტატიები