Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი - ვისგან რას უნდა ველოდოთ?!

4 წლის წინ სხვა
5 წთ
მოგვიახლოვდა ძიუდოს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც სტარტს 25 აგვისტოს აიღებს და 31 აგვისტოს დასრულდება. საქართველოს ღირსებას ტოკიოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე 9 ფალავანი დაიცავს. ვინდაიდან და რადგანაც მსოფლიო ჩემპიონატის ბადეები ჯერ არ დაკომპლექტებულა, გთავაზობთ თითოეული წონის ფავორიტების ჩვენებურ ვერსიას.

-60 კგ

მსოფლიო ჩემპიონატს -60 კილოგრამი გახსნის, რომელშიც 77 სპორტსმენი ასაპრეზობს. ამ წონაში აშკარად იაპონელები დომინირებენ . ჩვენებური ვერსიით, ტურნირის მთავარ ფავორიტად სწორედ იაპონელი - ნაოჰისა ტაკატო გვევლინება. ნაოჰისა ტაკატო მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონია, მან ასევე 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენი ვერსიით, ნაოჰისა ტაკატოს ღირსეულ კონკურენციას იაპონელი - რიუჯუ ნაგაიამა, რუსეთის სახელით მოასპარეზე - რობერტ მშვიდობაძე და ქართველი - ამირან პაპინაშვილი გაუწევენ. ამ წონის მთავარ ფავორიტად ნაოჰისა ტაკატოსთან ერთად სწორედ რიუჯუ ნაგაიამა გვევლინება. რაც შეეხება ქართველ ფალავანს, ჩვენი მოსაზრებით, თუ ამირანს კარგი ბადე დაემთხვევა, მას შესწევს მედლისთვის ბრძოლის ძალა.

-66 კგ

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს -66 კილოგრამ წონით კატეგორია გახსნის, სადაც 94 სპორტსმენი იბრძოლებს მედლისთვის. წონის მთავარ ფავორიტად იაპონელ - ჰიფუმი აბეს მოვიაზრებთ, რომელიც 2-გზის მსოფლიო ჩემპიონია. მან ზედიზედ 2-ჯერ მოახერხა მსოფლიო ჩემპიონობა და ახლა საკუთარ ქვეყანაში ზედიზედ მესამედ შეეცდება იაპონიის ჰიმნის აჟღერებას. Live.ge-ს ვერსიით,  ჰიფუმი აბეს მთავარ კონკურენტად შეგვიძლია ჩავთვალოთ ჩვენებური - ვაჟა მარგველაშვილი, ასევე წარმოშობით ქართველი, უკრაინის სახელით მოასპარეზე - გიორგი ზანთარაია და იაპონელი - ჯოშირო მარუიამა.

-73 კგ

-73 კილოგრამ წონით კატეგორიაში 92 სპორტსმენი იასპარეზებს. ჩვენებური ვერსიით, ამ წონის მთავარი ფავორიტი იაპონელი - შოჰეი ონოა. შოჰეი ონო ოლიმპიური, 2-გზის მსოფლიო ( + მოქმედი) და 2-გზის აზიის ჩემპიონია. შოჰეი ონოს მთავარი პრეტენდენტები  2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა შავდათუაშვილი, აზერბაიჯანელი - რუსტამ ორუჯოვი და ასევე აზერბაიჯანელი - ჰიდაიატ ჰეიდაროვი იქნებიან.

-81 კგ

-81 კილოგრამი მეტად საინტერესო და დაძაბული წონაა. ამ წონაში 86 ფალავანი იმონაწილევებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ კილოგრამ წონით კატეგორიაში იაპონიელებს გამორჩეული ძიუდოისტი არ ჰყავთ და ისინი მთავარ ფავორიტად არ მიიჩნევიან. ჩვენი ვერსიით, ამ წონის მთავარი ფავორიტი ისრაელის წარმომადგენელი - საგი მუკია. საგი მუკი მოქმედი ევროპის ჩემპიონია და მას მსოფლიო ჩემპიონობა აქამდე არ უზეიმია, ფორმიდან და დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენი ვერსიით იგი წელს ამ წონის მთავარი ფავორიტია. საგი მუკის მთავარ მეტოქეებად შემდეგი ძიუდოისტები გამოვარჩიეთ: ლუკა მაისურაძე (საქართველო); სოტარო ფუჯივარა (იაპონია); საიდ მოლაი (ირანი) და ხასან ხალმურზაევი (რუსეთი).

-90 კგ

1EDF3813-1563131500-1563131501
მივადექით მძიმე წონას, სადაც ჩვენის აზრით ყველაზე დიდი კონკურენციაა. ამ წონაში 68 სპორტსმენი იბრძოლებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურნირზე იმონაწილევებს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - ნიკოლოზ შერაზადიშვილი, ჩვენი მოსაზრებით ტურნირის მთავარი ფავორიტი 23 წლის ბექა ღვინიაშვილი იქნება. ბექა ღვინიაშვილი 2017 წლის ევროპის ჩემპიონია (გუნდურ გამოსვლაში). ბექა ღვინიაშვილის მთავარი მეტოქეები კი ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი); სოიჩიკო მუკაი (იაპონია); დონგჰან გვაკი (სამხრეთ კორეა) და მიხაილ ოზერლერი (თურქეთი) იქნებიან.

-100 კგ

მძიმე წონით კატეგორიაში ქართველები ყველაზე დიდ წარმატებას ელოდებიან. მოდი დავიწყოთ -100 კილოგრამით, სადაც საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი მონაწილეობს. ჩვენი რჩეული ამ წონით კატეგორიაში სწორედ ჩვენებური - ვარლამ ლიპარტელიანია.  ვარლამი 3-გზის ევროპის ჩემპიონია და მას ჯერ-ჯერობით მსოფლიო ჩემპიონობა არ უზეიმია, მიუხედავად იმისა, რომ მან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 3-ჯერ იჭიდავა, თუმცა სამივეჯერ დამარცხდა. ამიტომ, ჩვენი მოსაზრებით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემპიონობას იზეიმებს. ვარლამის მთავარი პრეტენდენტები აარონ ვულფი (იაპონია); გუჰამ ჩო (კორეა); მაიკლ კორელი (ნიდერლანდები) და ოტგონბაატარ სხაგვასურენი (მონღოლეთი) იქნებიან.

+100 კგ

ტურნირის ბოლო დღეს იჭიდავებს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - გურამ თუშიშვილი. ბევრი ფიქრისა და ყოყმანის გარეშე, ჩვენ შევჯერდით, რომ მძიმე წონაში ტურნირის უდავო ფავორიტი - გურამ თუშიშვილია. გურამ თუშიშვილი მოქმედი მსოფლიო, 2-გზის ევროპისა და მინსკის ევროპული თამაშების გამარჯვებულია. ჩვენი აზრით, გურამ თუშიშვილი ზედიზედ მეორედ შეძლებს მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვებას. მისი მთავარი მოწინააღმდეგეები იქნებიან: სუნგმინ კიმი (სამხრეთ კორეა); ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია); რაფაელ სილვა (ბრაზილია); ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) და უშანგი კოკაური (აზერბაიჯანი).

 

სხვა სტატიები