Belive

ძველი ჩვევა: ტაისონმა მეტოქის ყური კიდევ ერთხელ შეჭამა (ვიდეო)

3 წლის წინ სხვა
1 წთ
15-წლიანი პაუზის შემდეგ, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოკრივე მაიკ ტაისონი რინგზე დაბრუნდება. 54 წლის ამერიკელი 28 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში, ოთხ სხვადასხვა წონაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონ რვარაუნდიან საგამოფენო ბრძოლაში როი ჯონს ჯუნიორს დაუპირისპირდება. რინგზე დაბრუნებამდე ლეგენდარულმა მოკრივემ საინტერესო ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ის ბავშვებთან ერთად მადლიერების დღისადმი მიძღვნილ სუფრას უზის და მისი მომავალი მეტოქის "თავს" შეექცევა. ყველაზე სახალისო ის არის, რომ ჯონსის გამოსახულების მქონე ნამცხვრიდან ტაისონი საჭმელად ყურს ირჩევს და გემრიელად შეექცევა, საბოლოოდ კი 51 წლის მოკრივის თავი ძაღლის ულუფა აღმოჩნდა.  

სხვა სტატიები