Belive

ედი ჰერნი: ჟოშუამ და ფიურიმ ბრძოლის დეტალები შეათანხმეს

3 წლის წინ სხვა
1 წთ

გავრცელებული ინფორმაციით, ენტონი ჯოშუამ და ტაისონ ფიურიმ ბრძოლის დეტალები შეათანხმეს. წყაროს მტკიცებით, ჯოშუა და ფიური მძიმე წონითი კატეგორიის გაუსაჩივრებელი ჩემპიონის ქამრისათვის, 2021 წელს ორჯერ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ჯოშუასა და ფიურის ორთაბრძოლის შესახებ ინფორმაციას ედი ჰერნი ავრცელებს. ტაისონ ფიური WBC-ის ვერსიით, მძიმე წონითი კატეგორიის დაუმარცხებელ ჩემპიონად ითვლება - ენტონი ჯოშუა IBF-ის, WBA-სა და WBO-ს ტიტულების მფლობელია. ამ წუთისათვის ბრძოლის ზუსტი თარიღი და ადგილმდებარეობა უცნობია, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანელი მებრძოლების პირველი დაპირისპირება 2021 წლის ზაფხულში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ დაანონსებულ ბრძოლამდე ტაისონ ფიური ამერიკელ დეონტეი უაილდერს დაუპირისპირდება - ენტონი ჯოშუას მეტოქე კი კუბრატ პულევი იქნება.

სხვა სტატიები