Belive

ედი ჰოლი Vs. თორ ბიორნსონი - სტრონგმენების დაპირისპირება რინგზე?!

3 წლის წინ სხვა
2 წთ
თორ ბიორნსონი ცნობილი სერიალის “სამეფო კარის თამაშების” პერსონაჟი “მთა” გახლავთ. ისლანდიელმა ბიორნსონმა არნოლდ შვარცნეგერის დაარსებული “სთრონგმენ კლასიკი,” ევროპისა და მსოფლიოს უძლიერესი ადამიანის ტიტული ერთ წელს მოიგო. კვირას, 3 მაისს გამართულ შეჯიბრებაზე ბიორნსონმა 501-კგ ასწია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.  ბიორნსონის წარმატებას კიდევ ერთი სტრონგმენი - ედი ჰოლი ორიგინალურად გამოეხმაურა. ჰოლმა გამოწვევა მიიღო და ბიორნსონთან რინგზე, კრივის წესებით დაპირისპირების სურვილი გამოთქვა. "CoreSports-მა 7 წლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, რასაც უკვე მოვაწერე ხელი. ვიცი, რომ ანალოგიური კონტრაქტი ედი ჰოლსაც აქვს. ედი შენი რეკორდი უკვე დავამხე და ახლა მზად ვარ რინგზე ნოკაუტში ჩაგაგდო. ბრძოლისთვის მზად ვარ, შენ?", - აღნიშნა თორ ბიორნსონმა.
"მთის" გამოწვევაზე ედი ჰოლის პასუხმა არ დააყოვნა: "1000%-ით დარწმუნებით ვიტყვი, ამ კონტრაქტს ხელს მოვაწერ. შენ იცი, რატომაც მოვაწერ ხელს და რატომ დავთანხმდები ბრძოლას - ეს არ ეხება ფულს. 2017 წელს, მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცის კონკურსზე ცილი დამწამე. მე ამას არ გაპატიებ! შესაძლოა ბევრს უკვე დაავიწყდა მაგრამ ბოდიში არ მოგიხდია. მინდა გაკვეთილი ჩაგიტარო - გაკვეთილი კი ის იქნება, რომ რინგზე ნოკაუტში ჩაგაგდებ. საერთოდ არ მაღელვებს ის ფაქტი, რომ გიგანტი ხარ. თავდაუზოგავად ვივარჯიშებ და მოვემზადები იმისათვის, რომ რინგზე თავი გაგიხეთქო."

სხვა სტატიები