Belive

ეილენ გუ - 18 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელმაც სოციალური ქსელები დაიპყრო

2 წლის წინ სხვა
2 წთ

2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელსაც ჩინეთის დედაქალი პეკინი მასპინძლობს ფრისტაილში ოლიმპიური რეკორდი დამყარდა. 18 წლის ეილენ გუ გახდა ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ფრისტაილში ოქროს მედალი მოიპოვა. 18 წლის ეილენის წარმატება სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ეილენ გუ ჩინეთში უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობს - შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა სარეკლამო კამპანია სწორედ მის გარშემო ააგო და მთელი ქვეყნის მასშტაბით მისი პოსტერები და ბანერები გამოფინა. ეილენის პოპულარობა იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ იგი ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაბადებული. ეილენ გუს ამერიკელი მამა და ჩინელი დედა ჰყავს. იგი კალიფორნიის შტატში, სან ფრანცისკოში დაიბადა და სპორტული კარიერაც შეერთებულ შტატებში დაიწყო, თუმცა მოულოდნელად აშშ-ს სახელით გამოსვლაზე უარი განაცხადა და ოლიმპიურ თამაშებზე ჩინეთის სახელით წარსდგა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ოლიმპიურ თამაშებზე ჩინეთისათვის მოპოვებული ოქრო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

ჩინეთში გმირად შერაცხული ეილენ გუს წარმატებამ, ამერიკის შეერთებულ შტატებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილი მას მოღალატეს უწოდებს, ნაწილის მტკიცებით მას ჩინეთის სახელით გამოსვლის სრული უფლება ჰქონდა.