Belive

ეკატერინბურგის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

5 წლის წინ სხვა
1 წთ
15-17 მარტს ეკატერინბურგში ეკატერინბურგის გრანდ სლემი გაიმართება.  აღნიშნულ გრანდ სლემზე ქართველები მარაკეშიდან წავლენ და მარაკეშსა და თბილისს შორის, სწორედ ეკატერინბურგია. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა ძიუდოისტი გამოჩნდა და მათ შორის ტატამს მონატრებული ბექა ღვინიაშვილი. გრანდ სლემზე 13 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.
ნაკრების სრული შემადგენლობა კი ასეთია: 60 კგ - თემურ ნოზაძე, ლუხუმ ჩხვიმიანი 66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი 73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, ვალერი იაშვილი 81 კგ - ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი 90 კგ - ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი 100 კგ - ონისე სანებლიძე +100 კგ - გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი

სხვა სტატიები