Belive

ენჯელსის პიჩერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
დღეს გამთენიისას ამერიკულ მედიაში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. "ლოს-ანჯელეს ენჯელსის" 27 წლის პიჩერი, ტაილერ სკეგსი სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი პირველად სწორედ სასტუმროს თანამშრომლებმა ნახეს. მოგვიანებით, პოლიციამ სკეგსის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურეს და თვითმკვლელობა კატეგორიულად გამორიცხეს. "დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ ტაილერ სკეგსი დღეს ტეხასში გარდაიცვალა. ის ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი. ტაილერის ოჯახს თანავუგრძნობთ ამ უმძიმეს წუთებში," - ნათქვამია "ლოს-ანჯელეს ენჯელსის" ოფიციალურ განცხადებაში. ტაილერ სკეგსი დრაფტზე სწორედ "ენჯელსმა" აირჩია, თუმცა შემდეგ ის გაცვალა. 27 წლის პიჩერი ლოს-ანჯელესურ გუნდს 2013 წელს დაუბრუნდა და მას შემდეგ არსად წასულა.

სხვა სტატიები