Belive

ენტონი ჯოშუას მომდევნო მეტოქე ცნობილია!

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ენტონი ჯოშუა, რომელიც თანამედროვე ბოქსის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებრძოლია, 2020 წლის მაისში მომდევნო ბრძოლას გამართავს. "ეიჯიმ" უკანასკნელ ორთაბრძოლაში ენდი რუიზ ჯუნიორი განმეორებით შეხვედრაში დაამარცხა, სწორედ ამ უკანასკნელმა მოახერხა, რომ ჯოშუას 22-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეეწყვიტა და ე.წ "Unbeaten" (Unbeaten - დაუმარცხებელი) სტატუსიც სამუდამოდ ჩამოერთმია. ენტონი ჯოშუას მომდევნო მეტოქე კუბრატ პულევი იქნება, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ბულგარელი მებრძოლია. აღსანიშნავია, რომ მსგავსად ჯოშუასი, მასაც მხოლოდ ერთი მარცხი აქვს კარიერის განმავლობაში. გთავაზობთ ენტონი ჯოშუასა და კუბრატ პულევის მიერ ჩატარებული ორთაბრძოლების მცირე სტატისტიკას:

ენტონი ჯოშუა 

Anthony-Joshua-cool
ჩატარებული ბრძოლა: 24  გამარჯვება: 23  გამარჯვება ნოკაუტით: 21 მარცხი: 1 

კუბრატ პულევი

ჩატარებული ბრძოლა: 29 გამარჯვება: 28 გამარჯვება ნოკაუტით: 14 მარცხი: 1    გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჯოშუასა და პულევის ბრძოლა 2020 წლის მაისში, სტამბოლში, კერძოდ - "Vodafone პარკში" გაიმართება.

სხვა სტატიები