Belive

ექსკლუზიური ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
22 სექტემბერს, ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, რომლის წინა მაჩვენებელიც მას ეკუთვნოდა. რიოს ოლიმპიური ოქროს მფლობელმა, მსოფლიოს 2-გზის და ევროპის 3-გზის ჩემპიონმა, აკვრაში 264 კილოგრამი ასწია რაც მსოფლიო რეკორდია, ორჭიდის ჯამში კი 418 კილოგრამი ასწია რაც ასევე მსოფლიო რეკორდია. Live.ge-მ ლაშასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა: გამარჯობა ლაშა გილოცავთ რეკორდის გაუმჯობესებას, როგორი შეგრძნებაა ახალი მწვერვალების დაპყრობა? - რა თქმა უნდა, სასიამოვნო შეგრძნებაა როდესაც ისეთ წონას დაძლევ რაც მსოფლიო რეკორდს შეადგენს და სპორტულ კარიერაში ახალ ნაბიჯს დგამ წინ . როგორ ფიქრობთ რა არის წონის მაქსიმუმი რის აწევასაც შეძლებთ? - ეგ არავინ იცის, არც მე, რაც მეტი მით უკეთესი. გაჩერებას არ ვაპირებ . როგორი გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში? - წინ მსოფლიო ჩემპიონატი მელის სულ რამოდენიმე კვირაში სადაც მივიღებ მონაწილეობას და შევეცდები ჩემპიონობა მესამედ მოვიპოვო. რა იქნება თქვენი მიზანი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე? - პირველ რიგში გამარჯვება და ტიტულის დაცვა . შემდეგ თუ შანსი მექნება ახალი რეკორდების დამყარებასაც შევეცდები Live.ge კიდევ ერთხელ ულოცავს ლაშას რეკორდის გაუმჯობესებას და მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას უსურვებს.

სხვა სტატიები