Belive

ერლინგ ჰოლანდის ღირსეული საქციელი - ნორვეგიელმა გულშემატკივარი გააბედნიერა

2 წლის წინ სხვა
1 წთ

დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელმა, ერლინგ ბრაუტ ჰოლანდმა თავისი გულშემატკივარი გაახარა. ნორვეგიელმა ფორვარდმა 16 ოქტომბერს, გერმანიის ბუნდესლიგის მერვე ტურში, "მაინცთან" - 3:1 მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, მატჩის დასრულების შემდეგ კი ქომაგთან ერთად ფოტოც გადაიღო და სათამაშო მაისურიც აჩუქა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გერმანელი ჟურნალისტის, პატრიკ ბერგერისგან გაირკვა, გულშემატკივარს სამახსოვრო საჩუქარი სტადიონის დაცვის სამსახურის თანამშრომელმა მოპარა. რეპორტიორმა ერლინგ ჰოლანდს ამის შესახებ შეატყობინა, რაზეც 21 წლის ფეხბურთელმა უპასუხა, რომ ხომ არ იქნებოდა პრობლემა, თუ გულშემატკივარს მატჩის პირველ ნახევარში ნაცვამ მაისურს აჩუქებდა.

 
View this post on Instagram
 

A post shared by 433 (@433)

ჰოლანდმა "მაინცთან" დუბლი შეასრულა, რაც მისთვის ამ სეზონში ბუნდესლიგაში მეცხრე გოლი იყო. საერთო ჯამში, სკანდინავიელ ფეხბურთელს 9 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი, 4 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

სხვა სტატიები