Belive

ეროვნული ლიგა: XIV ტურის სიმბოლური გუნდი 

3 წლის წინ სხვა
3 წთ
კორონავირუსის პანდემიის და სანაკრებო პაუზის გამო, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტური თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. გადადებული შეხვედრების გამო, ტური 25 ოქტომბერს დაიწყო და 26 ნოემბერს დასრულდა. ამ 5 შეხვედრის გამართვის შემდეგ, საჩემპიონო ბრძოლაში "დინამო თბილისი" გამოიკვეთა, რომელმაც საშინაო კედლებში ქართული დერბი მოიგო და მძიმე შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედოს" - 2:1 სძლია. თანამოსახელე კლუბს 5-ქულიანი ჰანდიკაპის შექმნაში ხელი ბათუმელებმაც შეუწყვეს, რომლებმაც საშინაო კედლებში, ახალ არენაზე, სამეულისთვის მებრძოლ "ლოკომოტივთან" - 1:2 წააგეს. მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა "სამტრედიამაც", რომლის მიზანიც ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა და ამ საქმეში უშუალო კონკურენტ საჩხერის "ჩიხურას" სტუმრად - 1:0 აჯობა. სატურნირო ცხრილში ერთმანეთის გვერდით მდგომმა კლუბებმა "საბურთალომ" და "თელავმა" კახეთის ცენტრში ფრე - 1:1 ითამაშა. ერთადერთი მატჩი, რომელიც უგოლოდ დასრულდა, თბილისში, "მერანისა" და გორის "დილას" დაპირისპირება გამოდგა.
მეთოთხმეტე ტურის შედეგები: "ჩიხურა" - "სამტრედია" 0:1 "მერანი" - "დილა" 0:0 "თელავი" - "საბურთალო" 1:1 "დინამო თბილისი" - "ტორპედო" 2:1 "დინამო ბათუმი" - "ლოკომოტივი" 1:2 მეთოთხმეტე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს. მეკარე: გიორგი მამარდაშვილი ("ლოკომოტივი"). მცველები: გიორგი გაბაძე ("ლოკომოტივი"), საიმონ ბენიო ("დინამო თბილისი"), ლაშა თოთაძე ("სამტრედია"), დავით უიბილავა ("ლოკომოტივი"). ნახევარმცველები: გიორგი პაპავა ("დინამო თბილისი"), სტრაჰანია პავიშიჩი ("სამტრედია"), გიორგი დათუნაიშვილი ("მერანი"). თავდამსხმელები: ნოდარ ქავთარაძე, დავით სხირტლაძე (ორივე "დინამო თბილისი"), ირაკლი სიხარულიძე ("ლოკომოტივი"). მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი ("ლოკომოტივი").
ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XIII ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XII ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XI ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი   

სხვა სტატიები