Belive

ეროვნული ლიგა: XVI ტურის სიმბოლური გუნდი 

3 წლის წინ სხვა
3 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 და მე-16 ტურის გადადებული შეხვედრები 5 დეკემბერს გაიმართა და შედეგად, სატურნიო ცხრილში გუნდებს თანაბარი რაოდენობის ჩატარებული შეხვედრები დაუგროვდათ. გადადებული მატჩი, რომელიც XVI-ე ტურის ეგიდით, "დინამო არენაზე" გაიმართა, მასპინძელი "დინამო თბილისის" "სამტრედიასთან" - 1:0 გამარჯვებით დასრულდა. ასეთივე ანგარიშით მოახერხა მეორე თბილისურმა კლუბმა მეორე იმერული კლუბის დამარცხება - "საბურთალომ" "ტორპედოს" სძლია. იმერული კლუბების პრესტიჟის დაცვა საჩხერის "ჩიხურამ" მოახერხა, რომელმაც უშუალო კონკურენტ თბილისის "მერანს" - 2:1 აჯობა და პლეი-აუტში თამაში გაინაღდა. თავისი შეხვედრა მოიგო ბათუმის "დინამომაც", რომელმაც ახალ სტადიონზე სადებიუტო მატჩში გორის "დილას" - 1:0 აჯობა. ერთადერთი დაპირისპირება, რომელიც ფრედ დასრულდა, "თელავისა" და "ლოკომოტივის" მატჩი გამოდგა - 1:1.
მეთექვსემეტე ტურის შედეგები:   "საბურთალო" - "ტორპედო" - 1:0 "თელავი" - "ლოკომოტივი" - 1:1 "დინამო ბათუმი" - "დილა" 1:0 "მერანი" - "ჩიხურა: 1:2 "დინამო თბილისი" - "სამტრედია" 1:0 მეთექვსმეტე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს. მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (თბილისის "ლოკომოტივი"). მცველები: კიჭი მელიავა, გიორგი ნავალოვსკი ( ორივე "დინამო ბათუმი"), საიმონ ბენიო ("დინამო თბილისი"), ანტონ თოლორდავა ("თელავი"). ნახევარმცველები: ბექა დარცმელია (თბილისის "ლოკომოტივი"), დაჩი ცნობილაძე ("საბურთალო"), თენგიზ წიქარიძე (საჩხერის "ჩიხურა"). თავდამსხმელები: ვიტორ პერნამბუკო ("დინამო თბილისი"), გიორგი ნიქაბაძე ("დინამო ბათუმი"), გიორგი გულიაშვილი ("საბურთალო"). მწვრთნელი: გია გეგუჩაძე ("დინამო ბათუმი").
ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XV ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XIV ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XIII ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XII ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XI ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი 

სხვა სტატიები