Belive

ეროვნული ლიგა: XX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

2 წლის წინ სხვა
5 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მეოცე ტურში რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტებიც დაუპირისპირდნენ და ცხრილში სიახლეები და სენსაციური შედეგებიც ვიხილეთ. მეოთხე სათამაშო კვირა 17 ივნისს, სამტრედიაში, ადგილობრივი "სამტრედიასა" და გორის "დილას" დაპირისპირებით გაიხსნა, რომელშიც სტუმრებმა - 2:1 იმარჯვეს. ეროსი მანჯაგალაძის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში გოლები სტუმართა მხრიდან თორნიკე კაპანაძემ და უსმანე კამარამ გაიტანეს, ერთი ბურთი კი მასპინძელთა მხრიდან გიორგი ლომთაძემ გაქვითა. იმავე დღეს საგურამოში "ლოკომოტივმა" "თელავი" მიიღო და სენსაციურად - 2:3 დამარცხდა. კახელებმა, რომლებიც შესანიშნავ ფორმაში არიან და ზედიზედ სამი მატჩი მოიგეს, ირაკლი რუხაძის, შოთა შეყილაძისა და ზაზა ციცქიშვილის გოლების მეშვეობით იმარჯვეს, ხოლო მასპინძელთაგან თეიმურაზ შონიამ და ირაკლი სიხარულიძემ გაიტანეს. პარალელურად, შავიზღვისპირული დერბიც ვიხილეთ, რომელშიც "დინამო ბათუმმა" ქობულეთის "შუქურა" ახალ სტადიონზე მიიღეს და ქულები გაუნაწილეს. 2:2 - დასრულებულ შეხვედრაში მასპინძელთაგან გიორგი ფანცულაიამ და გიორგი ზარიამ შეაგდეს, სტუმართაგან კი მიხეილ სარდალიშვილმა და ბექა ვარშანიძემ იყოჩაღეს, ამ უკანასკნელის შორეული გასროლის შედეგად ორი რიკოშეტი იყო და ავტო-გოლი ლაზარე კუპატაძეს ჩაეთვალა. სათამაშო დღის დასკვნითი და ტურის ცენტრალური დაპირისპირება ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა და იქ გიორგი კუციას მიერ გატანილი ერთადერთი გოლით ქართული დერბი "დინამო თბილისმა" ქუთაისის "ტორპედოს" მოუგო. ტურის დასკვნითი მატჩი 29 ივნისს გაიმართა. წყალტუბოში შემდგარ დუელში "სამგურალმა" თბილისის "საბურთალოსთან" ფრე - 1:1 ითამაშა.

მე-20 ტურის შედეგები


სატურნირო მდგომარეობა

მეოცე ტურის დასრულების შემდეგ, სატურნირო მდგომარეობის მხრივ ცვლილებები როგორც ცხრილის ზედა ნაწილს, ისე გასავარდნ ზონას შეეხო. მთავარი ცვლილება ლიდერთა შორისაა, სადაც "დინამო თბილისმა" თანამოსახელე აჭარულ კლუბს ადგილი გაუცვალა და 41 ქულით პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა, ბათუმელებს კი 40 ქულით მეორე ადგილი უკავიათ. რაც შეეხება გასავარდნ ზონას, მიჯრით სამჯერ აღებულმა სამმა ქულამ "თელავს" მერვე ადგილამდე აღზევების, "შუქურას" გადასწრების და ქუთაისის "ტორპედოსთან" ქულათა სხვაობის მინიმუმამდე შემცირება შეძლო.

მეოცე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

მეკარე: როინ კვასხვაძე (“დინამო თბილისი”). მცველები: ნიკოლოზ მალი (“საბურთალო“), ვაჟა ფაცაცია ("თელავი"), ვიქტორ მონხილი (“დინამო თბილისი”), ნიკოლოზ კალანდარიშვილი ("სამგურალი"). ნახევარმცველები: ბექა ვარშანიძე ("შუქურა"), გიორგი კუცია ("დინამო თბილისი"), მიხეილ ბაშელეიშვილი, ირაკლი რუხაძე (ორივე "თელავი"). თავდამსხმელები: სერგო კუხიანიძე ("სამგურალი"), მიხეილ სარდალიშვილი ("შუქურა"). მწვრთნელი: გიორგი მიქაძე (“თელავი”). განლაგება: 4-4-2. ტურის საუკეთესო ფეხბურთელი: ირაკლი რუხაძე (“თელავი”).
ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ:  ეროვნული ლიგა: XIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

სხვა სტატიები