Belive

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტი ნიკი ლაუდას კარიერაში

3 წლის წინ სხვა
1 წთ
ნიკი ლაუდა მე-20 საუკუნის ფორმულა 1-ის პროფესიონალური მრბოლელი გახლდათ, რომელმაც 1975, 1977 და 1984 წლებში საჩემპიონო ტიტული მოიპოვა. ლაუდა ფერარისა და მაკლარენის ბოლიდებით ასპარეზობდა. მისი ტრაგიკული ისტორია მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი. 1976 წელს ნიურბურგრინგში ასპარეზობის დროს ლაუდას საშინელი ავარია მოუვიდა, მისი ბოლიდი დაიწვა და სამწუხაროდ, თავად მრბოლელსაც სერიოზული ზიანი მიადგა - სხეულის უმძიმეს დამწვრობასთან ერთად მან ძალიან დიდი ოდენობის ტოქსიკური აირები ჩაისუნთქა და ფილტვების უმძიმესი დაზიანებაც აღენიშნობოდა. საბედნიეროდ ლაუდას სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნა, მეტსაც გეტყვით, ავარიის შემდგომ წლებში მან 2-ჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. აქვე გეტყვით, რომ 2019 წლის 21 მაისს, ლეგენდარული ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 ავარიის კადრები | VIDEO



 

სხვა სტატიები