Belive

ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო სერბული ხალიჩიდან

5 წლის წინ სხვა
1 წთ
სერბულ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის პირველ საფინალო დღეს 4 მედალი მოიპოვეს ქართველმა ფალავნებმა. 57 კგ. წონით კატეგორიაში რობერტ დინგაშვილმა ბულგარელ მიკაი სალიმ ნაიმს 5:4 სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. 65 კგ. წონით კატეგორიაში სომეხ ვაზგენ ტევანიანთან ფინალში დამარცხდა ედემი ბოლქვაძე და მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა. 79 კგ. წონით კატეგორიაში ტარიელ გაფრინდაშვილმა ბელარუს ულაძისლაუ იელისეიუს 4:0 სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 97 კგ. წონით კატეგორიაში ასევე მესამე ადგილს დაეუფლა გივი მაჭარაშვილი, რომელმაც სერბ ალექსანდრ პანტელიჩს დიდი უპირატესობით 10:0 აჯობა. ხვალ 74 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს გიორგი სულავა, მისი მეტოქე რეპეშარჟში გამარჯვებული იქნება. 86 კგ-ში ასევე რეპეშარჟის გამარჯვებულს დაუპირისპიდება ბრინჯაოსთვის ზაურ ბერაძე. 92 კგ-ში რეპეშარჟში იჭიდავებს დემურ მეგენეიშვილი სადაც ბელარუს ალექსეი რუძიანოკს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში აზერბაიჯანელ შამილ ზუბაიროვს დაუპირისპირდება. 125 კგ-ში ასევე რეპეშარჟში იჭიდავებს ზურიკო ურთაშვილიც რომელიც პოლონელ კამილ ტომაშ კოსციოლეკს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში მისი მეტოქე მოლდოველი სამჰან ჯაბრაილოვი იქნება. ევროპის ჩემპიონატი ხვალ დასრულდება.  

სხვა სტატიები