Belive

"ეს არ მაკმაყოფილებს, მინდა გუნდისთვის უფრო პროდუქტიული გავხდე"- საბა ლობჟანიძის ემოციები გალათასარაისთან გოლის შემდეგ

3 წლის წინ სხვა
2 წთ
თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში, "ანკარაგიუჯუმ" საშინაო არენაზე, "გალათასარაი" - 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლის ავტორი საქართველოს ნაკრების შემტევი საბა ლობჟანიძე აღმოჩნდა, რომელმაც 55-ე წუთზე, მეტოქის კარი ბრწყინვალე მოძრაობით აიღო. მატჩის შემდეგ, 26 წლის თავდამსხმელმა Live.ge-სთან გატანილი გოლის ემოციებზე და მიმდინარე სეზონზე ისაუბრა. "უდიდესი ემოცია მაქვს. ისეთ გუნდთან, როგორიც "გალათასარაია" და ისეთ მეკარესთან, როგორიც ფერნანდო მუსლერაა, გოლის გატანა ორმაგად სასიხარულოა. ბევრი მწერს: "მესის მიერ "ბაიერნის" კარში (2015 წელს) გატანილ გოლს ჰგავდაო", მაგრამ ჩემთვის მესის გოლი გაცილებით ლამაზი იყო... გოლი კარგია, მაგრამ 3 ქულა - უფრო მნიშვნელოვანი.  რაც შეეხება სეზონს, სასიამოვნოა, რომ მთლიანად ჩემპიონატში, საგოლე გადაცემების მიხედვით მეორე ადგილზე ვარ, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებს, მინდა გუნდისთვის უფრო პროდუქტიული გავხდე", - გვითხრა ლობჟანიძემ.
No description available.
"დინამო თბილისის", საჩხერის "ჩიხურას" და დანიური "რანდერსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჩვენთან კარიერის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. "ზაფხულში "ანკარაგიუჯუსთან" კონტრაქტი მისრულდება. ჯერჯერობით არ ვიცი, რა იქნება, შემდეგ, ამიტომ წინასწარ ლაპარაკი გამიჭირდება. თუმცა არსებობს ვარიანტები და იმედი მაქვს ჩემი კარიერისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას მივიღებ", - ამბობს ლობჟანიძე. საბას აქტივში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 27 შეხვედრაში გატანილი 3 გოლი და 7 საგოლე პასია. შემდეგი შეხვედრა ლობჟანიძის გუნდს ვატო არველაძის "კარაგმიურუქის" წინააღმდეგ, 7 მარტს ექნება.  

სხვა სტატიები