Belive

"ეს ოლიმპიადა მე მეკუთვნოდა, კარიერაში სულ უსამართლობა მქონდა" - სანდრო ბაზაძე ტოკიოში მარცხს ეხმაურება

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ნახევარფინალში მტკივნეული მარცხის შემდეგ, ქართველმა მოფარიკავემ, რომელიც ქართველი გულშემატკივრის მსგავსად, მსაჯების გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"მე დავბრუნდები თქვე უნამუსოებო…. პირველ რიგში უღრმესი მადლობა თითოეულ ქართველს ასეთი მხარდაჭერისთვის!!! თქვენ მე გამაძლიერეთ და მომეცით ძალა რომ ყურები არ ჩამომეყარა და ამას არასდროს არ ვიზამ!!!!! მე ვარ ქართველი მებრძოლი და ჩვენ ბრძოლაში ვიგებთ…. სულ უსამართლობა და დაბრკოლებები მქონდა კარიერაში და მე თამამად ვიტყვი, რომ ეს ოლიმპიური თამაშები მე მეკუთვნოდა და ეს ყველამ კარგად იცის და დაინახა … მიყვარხარ საქართველო, მიყვარხართ ქართველებო და მადლობა დიდი l’ll be back very soon!!!!, - წერს სანდრო ბაზაძე Facebook-ის პირად გვერდზე.
სანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში უნგრელ არონ შილაგისთან - 13:15 დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

სხვა სტატიები