ესპანეთში ნიკოლოზ შერაზადიშვილის ქუჩა გაიხსნა

მადრიდის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ბრუნეტეში ნიკო შერაზადიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა.

ქართული წარმოშობის ძიუდოისტი ისტორიაში პირველი ესპანელი გახდა, რომელმაც მამაკაცებს შორის მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა და ბრუნეტეს მუნიციპალიტეტმა სწორედ ამიტომ გახსნა მისი სახელობის ქუჩა.

ღონისძიებას ნიკოლოზ შერაზადიშვილის თანაგუნდელებიც დაესწრნენ, რომლებიც ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე შერაზადაშვილთან ერთად ასპარეზობდნენ.

ქალაქის მერმა, ბორხა გუტიერესმა ღონისძიებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ნიკოლოზის შრომისმოყვარეობა და ნიჭიერება აღნიშნა.

“ნიკოლოზი სამაგალითოა ყველა ბრუნეტელისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის”, – განაცხადა მერმა.

„ბრუნეტე ამ ქმედებით ნიკოლოზს მიაგებს პატივს. ჩვენ ვუყურებდით თუ როგორ იზრდებოდა ის კინო რუიზის დოჯოში და როგორ ჩამოყალიბდა დიდებულ სპორტსმენად. ნიკოლოზი სამაგალითოა ყველა ბრუნეტელისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის.“ – განაცხადა ქალაქის მერმა.

საინტერესოა, რომ ქუჩის სახელის აღმნიშვნელ დაფაზე შერაზადიშვილის გვარი შემოკლებულია და „ნიკო შერას ქუჩა“ წერია.

(169)

ესპანეთში ნიკოლოზ შერაზადიშვილის ქუჩა გაიხსნა

სტატიის ავტორი
-